EfVET -ის საერთაშორისო კონფერენცია
სიახლეები
26 ოქტომბერი, 2026
21-23 ოქტომბერს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, პროფესიული განათლების ევროპული ფორუმის (EfVET) ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ინტერბიზნესის აკადემიის დამფუძნებელი-დირექტორი ინგა მანაშერიძე და აკადემიის პროფესიული მასწავლებელი თინათინ კახნიაშვილი მონაწილეობდნენ. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები მნიშვნელოვანი პლატფორმაა პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის, ევროპული საგანმანათლებლო პრაქტიკის გაცნობისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ინტერბიზნესის აკადემიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გაზიარება ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.